ნინა : ღარიბაშვილის დაკავება პირადად ჩემთვის, დიდი ტრაგედიაა

ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა , რომელიც ირაკლი კობახიძის ახლო გარემოცვის წევრია, ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის დაკავება პირადად მისთვის, დიდი ტრაგედიაა.

ნიკა კობახიძე “პირველებთან” სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

ნამდვილად, ძალიან დიდი ტრაგედიაა რაც მხოდა ყველასთვის. კი რა თქმა უნდა (ჩემი მეგობარია) და ძალიან განვიცდი და ძალიან მწყინს რაც ხდება, დანარჩენი, პოლიტკურ განხილვებს, ჩემს აზრებს და ჩემს მოსაზრებებს არ ვაპირებ, რომ თქვენთან განვიილო. ძალიან გულდსაწყვეტი ამბავი მოხდა პირადად ჩემთვის არის ძალიან დიდი ტრაგედია”, – ამბობს ნინა კობახიძე. 

  • ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა – მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს