“მან აღიარა ბრალი და სახელმწიფო ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ გადაცდომაზე” – ასეთია დღეს ხათუნა ხოფერიას შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე, ქალის, რომელიც რამდენიმე თვის წინ მის მეგობრად პოზიციონირებდადა საჯარო მხარდაჭერის არა ერთ კამპანიაში იყო ჩართული.
- ცნობისთვის, ხათუნა ხოფერიამ 2023 წლის 13 სექტემბერს თქვა: “სანამ ღარიბაშვილს მიადგებით, ჩვენ უნდა გადაგვაბიჯოთ!”
ხოფერია ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ უკარგავს იმ დამსახურებას, რაც მისი თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს, თუმცა “პირელბისთვის” მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს: – “მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე – ეს არის ჩემი აახელმწიფო, ჩემი სამშობლო”
სასმართლომ მიიღო შესაბამისი განჩინება, განაჩენი გამოიტანა. ნუ ახლა ვეთანხმები, იმიტომ, რომ მე არც თქვენ გაკადებთ და არც ჩემს თავს, რომ ჭორებზე დავიწყო საუბარი – ავდგე და ჩემი პირადი მოსაზრებებით ვიხელმძღვანელო. ვხელმძღვანელობ პროკურატურის და სასამართლსო გადაწყვეტილებით, სადაც არ არის ნახსენები ისეთი მუხლები – ვთქვათ, ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით. მან აღიარა ბრალი და სახელმწიფო ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ გადაცდომაზე.
როდესაც ადამიანთან არის დაკავშირებული საკითხი და კონკრეტულად მის დანაშაულთან სახელმწიფოს წინაშე, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე და ის სამართლდება სისხლის სამართლსი მუხლით და სასამართლო არის ჩატარებული, რა მნიშვნელობა აქვს მე რა წავიკითხე. დაველოდე სასამართლოს გადაწყვეტილებას. სრულიად მოულოდნელი იყო, არ მეგონა თუ იქნებოდა. აქედან გამომდინარე მაქვს ჩამოყალიბებული ჩემი აზრი.
მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე – ეს არის ჩემის ახელმწიფო, ჩემი სამშობლო. მე არ ვუკარგავ ყოფილ პრემიერ-მინისტრს იმ დამსახურებას, რომელიც აქვს პოლიტიკურად და არ ვუკარგავ იმას, რომ მან თავად აღიარა თავისი გადაცდენა. გამოვიდა, პატივი სცა საქართველოს კანონს და ჩაჯდა ციხეში”. – ამბობს ხათუნა ხოფერია.
- ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა – მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.




