ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
,,ვფიქრობ,
თებერვლის მეორე ნახევარში საინტერესო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
არსებობს ობიექტური რეალობა და მომენტი,როდესაც ხისტი გადაწყვეტილებაა მისაღები.
ჩემი ღრმა რწმენით და იმ გამოცდილებით რაც მაქვს,შემიძლია ვივარაუდო, რომ კრისტალიზაციის პროცესის ნახევარზე მეტი განვლილია.
პროცესი მტკივნეულად მიდის, მაგრამ სხვა შემთხვევაში ეკლესიას “ეშმაკები” დაეპატრონებოდნენ,მითუმეტეს რომ ხელშეუხებლობის გარანტიები მიღებული ქონდათ….
წარსულის მაგალითები,
ფსევდო მეგობრობა,
ანგარებიანი ერთგულება,
თვითცენზურის უქონლობა-
ეპოქალური სენია.
თუ ყველაფერს აბრაჰამ მასლოუს პირამიდებად ავაწყობთ, “კენწეროში გატკბილდების” ეფექტი მიღწევადია.
სენ-სიმონი,ფურიე და ოუენი 100%-იანი უტოპისტები იყვნენ,იცოდნენ რომ მათი ბოდვის მაგვარი იდეები მიუღწევადია,მაგრამ ჯიუტად “აწვებოდნენ” თავისას და ისტორიამაც შემოინახა მათი გვარები,თანაც მათ ამ სრულიად ამორფული იდეების მტკიცების ფუფუნება ჰქონდათ,რადგან ძალიან ცნობილი და მდიდარი ოჯახებიდან იყვნენ…
კარლ მარქსს, ერთი შეხედვით მინიმალისტური ყოფა ჰქონდა,მაგრამ მალულად, სრულიად საპირისპიროდ ცხოვრობდა.
მისი ცნობილი აფორიზმია: “მუშათა კლასს არაფერი აქვს დასაკარგი,საკუთარი ბორკილების გარდა” ამ ფრაზას ის ძვირად ღირებულ ფრანგულ ღვინოს და ესპანელი კონკისტადორების საუკეთესო ტრადიციებისამებრ, სიგარას აყოლებდა, თანაც ულვაშებში იცინოდა: ” მე კი ბევრი მაქვს დასაკარგი,მე მიყვარს ჩემი “კაპიტალი”…
ასე რომ საბოლოო ჯამში პოლიტიკა “დასაკარგ” და “არა დასაკარგ” ნიშნულზე გადის. ამიტომაც არსებობს გამონათქვამი “ისტორიული სანაგვე”-
Ash heap of history.
იქ როგორც წესი დიქტატორებს “უშვებენ”,
მაგრამ, არსებობს გარემოება,რომელიც არა მასების განადგურების რაოდენობასა და კოეფიციენტზე გადის, არამედ მატერიალურ ნიშნულზე.
-იდეოლოგია?
იკითხავთ თქვენ.
ამ შემთხვევაში მასების ფსიქოლოგია უფრო “ჭრის”, ვიდრე ცალკეული ინდივიდის “სიმპათია-ანტიპატია”.
ერთ სულ მოსახლეზე ერთი კვერცხის ფასი- განსაზღვრავს საბაზისო ცოდნას საბაზრო ეკონომიკაზე.
ახლა ჭკვიანი ადამიანისთვის სრულიად გასაგები უნდა იყოს სამი მილიონის სამომხმარებლო კალათის და მავანთა კალათების დისონანსი.
შესაბამისად დასკვნა თავისთავად მოდის, რომ
კრისტალიზაცია გავლილი, მდგრადობის შკალით გაზომილი და სრულიად კარტ-ბლანშ მიცემული პოლიტელიტის წარმომადგენლები 100%-იან ლეგიტიმაციას იმსახურებენ.
აღდგომა და ხვალეო.
სხვათა შორის აღდგომაც წელს, უჩვეულოდ ადრეა..
P.S.არაფერი პირადული.
ვისწავლოთ სჯა-ბაასი და არა განსჯა.“




