– უკრაინის დელეგაციას დავავალე, რომ -თან უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი საბოლოო სახით შეიმუშაონ და უმაღლეს დონეზე განსახილველად წარადგინონ

უკრაინის დელეგაციას დავავალე, რომ -თან უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი საბოლოო სახით შეიმუშაონ და უმაღლეს დონეზე განსახილველად წარადგინონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამერიკულ მხარესთან უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის დეტალური ანგარიში მოისმინა.
„ჩვენ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეხვედრების, დოკუმენტების მომზადებისა და შესაძლო გაფორმების განრიგი განვიხილეთ. ჯგუფს დავავალე, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-თან დოკუმენტი საბოლოო სახით შეიმუშაონ და უმაღლეს დონეზე განსახილველად წარადგინონ. ეს ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი უნდა იყოს და ტექსტი ახლა უკვე ამ ხარისხს აღწევს“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „რუსეთისგან უკუკავშირს ელის იმის შესახებ, მზად არიან თუ არა ომის დასასრულებლად“.
„გვესმის, რომ ომის დასრულების ძირითადი პოლიტიკური ჩარჩოს შესახებ ამერიკული მხარე რუსეთთან კონტაქტშია. თუ ომის დასრულების შესახებ რუსეთის მხრიდან მზადყოფნა არ იქნება, მაშინ აგრესორზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა