კანადა უკრაინას 10 მრავალფუნქციურ ნავ Zodiac Hurricane-ს გადასცემს

კანადა უკრაინას 10 მრავალფუნქციურ ნავ Zodiac Hurricane-ს გადასცემს – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა 23 იანვარს განაცხადა უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრაზე. კანადის მთავრობა ამ დახმარების პაკეტს დაახლოებით 20 მილიონ დოლარად აფასებს.

“მრავალძრავიანი ნავი Zodiac Hurricane უკრაინელ სამხედროებს სხვადასხვა საზღვაო ოპერაციის, მათ შორის ძებნა-გადარჩენის, პირადი შემადგენლობისა და ტვირთების ტრანსპორტირების, თვალთვალისა და დაზვერვის მიმართულებებით დაეხმარება. თითოეული ნავი აღჭურვილი იქნება დახვეწილი სენსორით, სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემით”, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში.
გარდა ამისა, ბლერმა განაცხადა, რომ კანადელი სამოქალაქო ინსტრუქტორები და ავიაცია შეუერთდებიან გამანადგურებელ თვითმფრინავ F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას, რომელსაც დანია და საფრანგეთი ახორციელებენ. ეს ტრენინგი დაგეგმილია 2024 წლის თებერვალში და გაგრძელდება 2025 წლამდე.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში შემავალმა ქვეყნებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან დღემდე უკრაინას ჯამში 80 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გამოუყვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება