“შავი ლომი” | “მონტობანთან” ისტორიული გამარჯვების შეფასება – ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი

საფრანგეთში ‘მონტობანთან’ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ‘შავი ლომი’ სამშობლოში დღეს გამთენიას დაბრუნდა. ჩვენმა გუნდმა ჩელენჯ თასის მესამე ტურში მეტოქე სტუმრად 31:28 დაამარცხა, 5 ლელო გაიტანა და ამ ტურნირში პირველად მოახერხა ბონუს-ქულის აღება.
შედეგად, ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის ფლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს და ამისათვის დასკვნით ტურში იტალიური ‘ძებრე’ უნდა დაამარცხოს, თანაც ისე, რომ თავად ბონუს-ქულა მოიპოვოს, მეტოქეს კი ქულა (4 ლელოს გატანისთვის და 7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის) არ ააღებინოს. თამაში თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 17 იანვარს, 17 საათზე დაიწყება.
‘მონტობანთან’ მოპოვებული გამარჯვება და სამომავლო პერსპექტივები ‘შავი ლომის’ მწვრთნელმა ილია მაისურაძემ და კაპიტანმა მიხეილ ბაბუნაშვილმა შეაფასეს:
ილია მაისურაძე: „ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვულოცავ მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ამ წარმატებას. ირლანდიაში ‘კონახტთან’ განცდილი მარცხის შემდეგ, ამ თამაშის მოგება მნიშვნელოვანი იყო. შედეგად, მაქსიმალურად შევამოკლეთ საახალწლო არდადეგები, კარგად მოვემზადეთ, გავაკეთეთ სრულყოფილი ანალიზი და ბიჭებმაც ვარჯიშებზე ძალიან მოინდომეს. შედეგიც სახეზეა“.
„‘მონტობანთან’ კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში შეხვედრის კონტროლი გაგვიჭირდა, თუმცა მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. წინ ‘ძებრესთან’ მატჩია და ასეთივე მონდომებით უნდა მოვემზადოთ. დრო ცოტაა და სულ სამი ვარჯიში გვექნება. დიდიმნიშვნელობა ექნება აღდგენას. ‘ძებრესთან’ ისევე უნდა გავისარჯოთ, როგორც პირველ ტაიმში ‘მონტობანთან’ და თამაშის კონტროლი მეორე ნახევარშიც უნდა შევინარჩუნოთ“.
მიხეილ ბაბუნაშვილი: „პრემიალური ქულა პირველად მოვიპოვეთ, თუმცა გამარჯვება წინა ორ წელსაც მოვახერხეთ. კარგი თამაში გამოვიდა. წელიწადი კარგად დავიწყეთ და ჯგუფიდან გასვლის შანსიც დავიტოვეთ. ‘კონახტთან’ განცდილი მარცხის შემდეგ ეს მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა ‘ძებრესთან’ სასურველი შედეგით გამარჯვება მარტივი ამოცანა არ იქნება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამ მისიას თავს გავართმევთ“.
„პირველი ტაიმის შემდეგ ‘მონტობანთან’ კომფორტული უპირატესობა მოვიპოვეთ, რის შემდეგაც რაღაც მომენტში მოვეშვით და ქულები მივიღეთ. საბოლოოდ მობილიზება და სასურველი შედეგის დაფიქსირება მაინც მოვახერხეთ. შემდეგი შეხვედრისთვის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თამაში 80 წუთი გრძელდება და პროცესში ყველანი ბოლომდე უნდა ვიყოთ ჩართული“.
„საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში ყოველთვის არის გარკვეული უპირატესობა. ‘ძებრესთან’ სექტემბერში ამხანაგური თამაში ჩავატარეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ ახლა სულ სხვა გუნდი იქნება. მიხედავად ამისა, ისტორიაში პირველად ფლეი ოფში გასვლის შანსი გვაქვს და მიზნის მისაღწევად ყველანი მაქსიმუმს გავიღებთ“.
Rugby.ge
· ჟორა კარგი თამაში იყო, ვულოცავ გამარჯვების ყველა შემმოქმედს ამ წარმატებას. ასეთი თამაშით ძებრესთან სასურველი ანგარიშით გამარჯვება პრობლემა არ უნდა იყოს.
“შავმა ლომმა” საფრანგეთში ტოპ 14-ის “მონტობანი” დაამარცხა
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
“შავი ლომი” | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
“ბორჯღალოსნები” | ზამთარაძე, ჯაიანი და მოდებაძე მოტეხილობებით გამოგვაკლდნენ
“შავი ლომი” | წლის პირველი მეტოქე – “მონტობანი”
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ
“შავი ლომი” | მიხეილ ბაბუნაშვილი – ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
“უმცროსი ბორჯღალოსნების” განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
“შავი ლომი” | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
“შავმა ლომმა” საფრანგეთში ტოპ 14-ის “მონტობანი” დაამარცხა
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
“შავი ლომი” ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
ჩელენჯ თასი | “ქონოთისთვის” სამი შეიცვალა
U20. მსოფლიოს ჩემპიონატი: თორნიკე მატარაძე სიმბოლურშია. მოდი, ვნახოთ იტალია
ტრანსფერები: ფრანგულ კლუბებში ქართველ მორაგბეთა მიდი-მოდი დამთავრდა
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
“უმცროსი ბორჯღალოსნები” სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან