დევა კასელის ვარსკვლავური გამოჩენა პარიზში – უმშვენიერესი მოდელი ახალ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

უკვე ოცდაათ წელზე მეტია, მონიკა ბელუჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალის ტიტულს ატარებს და ანჯელინა ჯოლის გარდა, დღემდე ვერც ერთმა ქალმა შეძლო მსგავსი ტიტულის ამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნება. ახალ თაობაშიც კი მონიკა ბელუჩი გამოკითხვების სათავეშია. საიდუმლო მარტივია – აფროდიტეს სხეული, გამორჩეული შარმი და, რა თქმა უნდა, გენეტიკა. მონიკას მამა ირანელი იყო, დედა კი – იტალიელი მხატვარი.
მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი, რომელიც 2004 წლის 12 სექტემბერს რომში დაიბადა, ნამდვილად მზადაა დედის გზა ღირსეულად გააგრძელოს.
დევა კასელი 15 წლის იყო, როცა მოდელ ლუკა სალანდრასთან ურთიერთობა დაიწყო. შეყვარებულები სულ ცოტა ხნის წინ დაშორდნენ და დევამ ახალი სიყვარულის პოვნა უკვე შეძლო – მისი ახალი რჩეული მსა­ხი­ობ­ი საულ ნა­ნია. საულის მონაწილეობით ყველაზე ცნობილი ფილმია Under the Riccione Sun.
დევამ და საულმა ურთიერთობა ოფიციალურადაც დაადასტურეს და ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ამჯერად კი წყვილი პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა, დევა Dior-ის ჩვე­ნე­ბას და­ეს­წრო. ბრენდმა 2024 წლის გა­ზა­ფხუ­ლი ზა­ფხუ­ლის Haute Couture კო­ლექ­ცია წა­რად­გი­ნა. ფოტოები ჩვენებიდან დევამ თავად გამოაქვეყნა.