დავითაშვილმა, შესაძლოა, კარიერა ცენტრალურ აზიაში გააგრძელოს

WebGirondins-ი წერს, რომ “ბორდო”, შესაძლოა, გუნდის ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა დატოვოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ფრანგულ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და ამის გადაჭრას რამდენიმე მოთამაშის გასხვისებით აპირებენ, მათ შორის, სიაში შესაძლოა, ჩვენებურიც იყოს.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის დამატებით ორი გუნდი ინტერესდება. მათი ვინაობა არ სახელდება, მაგრამ იწერება, რომ ერთ-ერთი მათგანი ცენტრალური აზიის წარმომადგენელია.
ყველაფერი საბოლოოდ დავითაშვილის სიტყვაზე იქნება დამოკიდებული. ის ჟირონდელთა ხელმძღვანელობას შეხვდება და სამომავლო გეგმებზე
დაელაპარაკება.
ჩვენებურმა მიმდინარე სეზონში “ბორდოს” ფორმა 20 შეხვედრაში მოირგო, სადაც 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში