ადვოკატი – როგორც ყველა პატიმარს, ირაკლი ღარიბაშვილსაც აქვს უფლებები, უდოზე ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, შეწყალებაზეც, ყველაფერზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს აქვს ყველა ის უფლება, რაც აქვს ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის შეწყალების. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება იმას, ითვალისწინებს თუ არა ეს დანაშაული ვადაზე ადრე გათავისუფლებას, როგორც ყველა პატიმარს, როგორც ყველა ბრალდებულს, მასაც აქვს უფლებები, უდოზე ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, შეწყალებაზეც, ყველაფერზე“, – განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალოს, შაყულაშვილმა უპასუხა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.
„ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ რა ვიცი, რაღა უნდა შეიწყალოს, დაიჭირეს ადამიანი, 5 წელი უნდა იჯდეს, არ ვიცი მომავალში რა მოხდება…“- განაცხადა შაყულაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია. “ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია

დავით ჩხეიძე: ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ… ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…