განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ხელმძღვანელობით, კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის განცხადებით, სხდომაზე, უმაღლესი განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს.
“კავკასიის უნივერსიტეტში გავმართეთ მორიგი რექტორთა საბჭო. პერიოდულად ვმართავთ ასეთი ფორმატის შეხვედრებს, უნივერსიტეტის რექტორებთან და პრეზიდენტებთან, რათა ჩართულები იყვნენ განათლების რეფორმის იმ პროცესი, რომელიც ახლა სამინისტროში მიმდინარეობს. ვიმსჯელეთ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების გამოწვევებზე”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, რეფორმის ფარგლებში, რექტორებთან შეხვედრა, პერმანენტულ რეჟიმში, საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა