ტრამპი ნიუ-ჰემფშირის შტატის პრაიმერისში ლიდერობს

ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში წინ მიიწევს. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ნიუ-ჰემფშირის შტატში პრაიმერისში ლიდერობს.
მედიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 75%-ზე მეტი, ტრამპს კი ხმების 54,3% აქვს. მისმა მეტოქემ, ნიკ ჰეილიმ, რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილი გუბერნატორია, ხმების 43,7% მიიღო.
ყოფილ პრეზიდენტს გამარჯვება წამყვან პოზიციაზე აყენებს, რათა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატი გახდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა