“ვფიქრობ, გაცილებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური განაჩენი და, ამ თვალსაზრისით, “ნაცმოძრაობა” უკვე გასამართლებულია” – მიხეილ სარჯველაძე “ხალხის ძალის” წერილზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე “ხალხის ძალის” წერილს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლების საჭიროება არ არსებობს. მან ხაზი გაუსვა, რომ “ნაცმოძრაობას” საზოგადოებამ უკვე არაერთხელ გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი.
“პირადად ჩემთვის, ყველაფერი დღესავით ნათელია და, ამ თვალსაზრისით, რაღაც მეტი გამოძიების საჭიროება, ვფიქრობ, არ უნდა არსებობდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საუბარია პოლიტიკურ გასამართლებაზე და პოლიტიკური გასამართლება კი არაერთხელ შედგა ამ ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, არაერთხელ გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი ქართულმა საზოგადოებამ “ნაციონალურ მოძრაობას”, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ნიღაბს იქნება ამოფარებული.
ვფიქრობ, გაცილებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური განაჩენი და, ამ თვალსაზრისით, უკვე გასამართლებულია. რეალურად, დარწმუნებული გახლავართ, რომ ასეთივე იქნება რეზულტატი და ეს განაჩენი უცვლელად დარჩება 2024 წლის შემოდგომის არჩევნებზეც,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას – ამგვარი უპატივცემულობა, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაა

9 აპრილის მემორიალთან სპექტაკლის გამმართავებმა ბოლოს ვეღარ მოითმინეს და იქ ლგბტ თემის დაცვის ლოზუნგებით გამოვიდნენ – ცხადია, რომ ეს ძალა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ ასახავს

10 აპრილი, 2025 წელი, იარაღი – სანქცია, ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება. მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!