კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული დიდი რაოდენობით ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა. სანაცვლოდ, კუბა ვენესუელას ბოლო ორ დიქტატორს „უსაფრთხოების სამსახურებით“ უზრუნველყოფდა, მაგრამ ეს აღარ ხდება! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ კუბელების უმეტესობა აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაიღუპა და „ვენესუელას აღარ სჭირდება დაცვა იმ ბანდიტებისა და გამომძალველებისგან“.
„ამ კუბელების უმეტესობა აშშ-ის გასული კვირის თავდასხმის შედეგად დაიღუპა და ვენესუელას აღარ სჭირდება დაცვა იმ ბანდიტებისა და გამომძალველებისგან, რომლებსაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. ვენესუელას ახლა ჰყავს ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა (ბევრად!) დასაცავად და ჩვენ დავიცავთ მათ. კუბაში აღარც ნავთობი და აღარც ფული წავა – ნული! მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ შეთანხმება, სანამ ძალიან გვიან არ არის“, – წერს ტრამპი.
www.interpressnews.ge




