Blockstone Capital-მა შპს „მტკვარი“ შეიძინა

საინვესტიციო კომპანია  Blockstone Capital-მა შპს „მტკვარის“ შეძენის პროცესი წარმატებით დაასრულა. გარიგების შედეგად, კომპანიის საინვესტიციო პორტფელს თბილისში, მტკვრის სანაპიროზე მდებარე ისტორიული და არქიტექტურულად გამორჩეული უძრავი ქონება შეემატა.ლაშა კვაჭაძის მიერ დაფუძნებული Blockstone Capital-ისთვის აღნიშნული შენაძენი კომპანიის გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მაღალი პოტენციალის მქონე აქტივების შეძენას, განვითარებასა და მათთვის ახალი ღირებულების შექმნას ეფუძნება.კომპანიის ხედვა შენობის ისტორიული იდენტობისა და არქიტექტურული ხასიათის შენარჩუნებას, მის სრულფასოვან რეაბილიტაციას და თანამედროვე, მაღალი კლასის პროექტად განვითარებას ითვალისწინებს.Blockstone Capital-ის გენერალური დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით მათი მიზანია შენობის ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების შენარჩუნება და მისი თანამედროვე პროექტის ფარგლებში განვითარება. „მტკვარი“ არის გამორჩეული ისტორიის, არქიტექტურისა და მდებარეობის მქონე აქტივი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი იდენტობა და ამ საფუძველზე შევქმნათ თანამედროვე, მაღალი ხარისხის პროექტი, რომელიც  გააერთიანებს შენობის ისტორიას, არქიტექტურულ ღირებულებასა და ახალ ფუნქციას. ვფიქრობთ, სწორად განვითარებული პროექტი ამ ადგილს ახალ სიცოცხლეს შესძენს და კიდევ ერთხელ აქცევს თბილისის ურბანული ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად.“პროექტის დეტალურ კონცეფციასა და განვითარების შემდგომ ეტაპებს Blockstone Capital საზოგადოებას მოგვიანებით წარუდგენს.