კახა ჯაფარიძე: ეს ვიდეო ასახავს ირანელი ძალოვანები სხვადასხვა დღეს, თუ როგორ ესვრიან უიარაღო ხალხს

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
ეს ვიდეო ასახავს ირანელი ძალოვანები სხვადასხვა დღეს, თუ როგორ ესვრიან უიარაღო ხალხს, იცით რომ ინტერნეტის, ელექტროენერგიის გათიშვით, ხამენეის რეჟიმი ცდილობს მსგავსი ინორმაცია არ გამოვიდეს.
ინტერმეტი გაითიშა 8 იანვარს, გუშინ ელექტროენერგია, მაგრამ სხვადასხვა ინფორმაციით 2 000 ზე მეტი ირენელი იმსხვერპლა ხამენეიმ მთლიანობაში.
მაგალითად Kahrizak – ში სამედიცინო ცენტრში წუხანდელი ღამის შემდეგ ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეთა 100-მდე ცხედარი მიასვენეს.
მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში, იქ სადაც ირანელი ემიგრანტები არიან ტარდება აქციები ირანის მხარდასაჭერად. გუშინ ლონდონში, ირანის საელჩოს შენობაში აქციის მონაწილემ ჩამოგლიჯა ირანის ამჟამინდელი ისლამური დროშა და 1979 წლამდელი მონარქიული დროშა აღმართა.
ასევე პრინცი მოუწოდებს ირანელ ხალხს
“უწყვეტმა პროტესტმა ხამენეის რეპრესიული აპარატი მძიმედ დააზიანა. ხელისუფლებას დაქირავებული მებრძოლების დეფიციტი აქვს, ხოლო უსაფრთხოების ძალების ბევრმა წარმომადგენელმა მიატოვა სამუშაო ადგილი ან უარი თქვა ხალხის დარბევის ბრძანების შესრულებაზე. კვირას საღამოს 6 საათზე დაგეგმილი აქციისთვის მისცა კონკრეტული ინსტრუქციები, გამოდით ქუჩებში ჯგუფურად (ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად).
არ გამოეყოთ მასას და არ შეხვიდეთ ვიწრო ჩიხებში, სადაც საფრთხე უფრო დიდია.
იყავით ქალაქების მთავარ ქუჩებზე, რათა ხალხის სიმრავლე უკეთ გამოჩნდეს.
ფეჰლევი ხაზს უსვამს, რომ ირანელები მარტონი არ არიან, ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეები მსოფლიოს მასშტაბით მართავენ აქციებს.
მსოფლიო ლიდერები, განსაკუთრებით კი პრეზიდენტი ტრამპი, მხარს უჭერენ ირანის ეროვნულ რევოლუციას და მზად არის დახმარებისთვის! არ მიატოვოთ ქუჩები! პრინცი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის პირადად ემზადება სამშობლოში დასაბრუნებლად, რათა გამარჯვების მომენტში ხალხის გვერდით იდგეს.”
ირანში ინტერნეტი 8 იანვრიდან გათიშულია, თუმცა პროტესტის ტალღა მაინც იზრდება. უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაშია -ის შესაძლო ინტერვენციის გამო, რადგან ტრამპმა განაცხადა, რომ „მზად არის დაგეხმაროთ.