“მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს” – ტარიელ ხეჩიკაშვილი

News Makers-ის Youtube გვერდზე, გადაცემა “ყვითელი ბარათის” სტუმარი საფეხბურთო კლუბ “იბერიას” პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გახლდათ. მისი თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების საჯარო კრიტიკისგან თავი უნდა შეიკავოს.
“ფეხბურთის ფედერაცია როგორც მარეგულირებელი არის პირველი პასუხისმგებელი ეროვნულ ჩემპიონატზე და ასევე კლუბები. ამას ვერც ერთ და ვერც მეორე მხარეს ვერ გადადებ. ამიტომაც აუცილებელია, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ და დიალოგის რეჟიმში ვისაუბროთ. გულწრფელად გეტყვით, მცდელობა იმისა, რომ ჩემპიონატი უკეთესად შეიფუთოს, თუნდაც ის, რომ თამაშის წინ და შემდეგ ინტერვიუებია, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, გაშუქების კუთხით წინსვლა ნამდვილად არის, მაგრამ არის თუ არა დღეს ეს საკმარისი? პირდაპირ ვამბობ, რომ – არა.
იმედს რაც მაძლევს, კლუბების,ფედერაციის ხელმძღვანელობისა და საშეჯიბრო კომიტეტს შორის ძალიან პოზიტიური შეხვედრა შედგა. პირველად მენიშნა ის, რომ გუნდების მიერ დასაბუთებული თხოვნები გათვალისწინებული იყო და მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ რეჟიმში გაგრძელდება ფედერაციისა და კლუბების თანამშრომლობა.
არც კრიტიკას გავურბივარ და არც ვინმეს ვერიდები, უბრალოდ უმჯობესია პოზიტიურზე დააშენო. გულწრფელად გეტყვით, კლუბი, რომელიც უეფა-ზე ვერ მიაღწევს წარმატებას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს კლუბის პასუხისმგებლობაა და იქ ფედერაცია ნამდვილად ვერ ჩაერევა, რაზეც თავადაც ხშირად უსვამენ ხაზს. ან სადმე უნახავთ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა ვინმეზე გადაგვეწია? მაგრამ ის ნამდვილად მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას კიდევ ცეცხლს უმატებს, ამას ნამდვილად ვემიჯნები.
უამრავი მაგალითი მოჰყავთ შვედეთსა და ესტონეთში ჩემპიონატი როგორ ტარდება, ეს არგუმენტები მიმართულია არა ჩვენი მხარდაჭერისთვის, ამას არც არავინ სთხოვს, მაგრამ გულშემატკივრების კიდევ უფრო გასაღიზიანებლად. ალბათ, ამას თვითონაც აცნობიერებენ, ეს იგივეა კლუბების დირექტორები გამოვიდეთ და ნაკრების წარუმატებლობაზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ჩემპიონატში წლების წინ უფრო ცუდი ვითარება იყო და ბევრი კარგი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
კარგი ამბავი – ს “დინამოს” ახალი მფლობელი ჰყავს
“მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება” – ტარიელ ხეჩიკაშვილმა “იბერიას” სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
“იბერია 1999”-მა ბათუმში მოიგო
“ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა” – ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის “იბერიადან” წასვლას გამოეხმაურა
“ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი” – ტარიელ ხეჩიკაშვილი “საბურთალოს” აღარ დააფინანსებს
“ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან” – “საბურთალოს” პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
კორღალიძემ “იბერია” დატოვა – მისი შემცვლელი ცნობილია
“ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან” – “იბერიას” მწვრთნელმა “მალმიოსთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
“კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია!” – “ლევადიას” რიგებში “იბერიასთან” მატჩამდე საიმედო განწყობაა
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ახალი სეზონიდან “საბურთალო” “იბერიას 1999”-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები – სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
“მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება” – ტარიელ ხეჩიკაშვილმა “იბერიას” სამომავლო გეგმებზე ისაუბრა