რუსებმა ს 154 დრონით შეუტიეს, დარტყმა 18 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა 11 იანვრის ღამეს ს 154 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა აქედან 125 ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაფიქსირდა დარტყმა 22 დრონით 18 ლოკაციაზე.
მანამდე, ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსულმა „მოლნიას“ ტიპის დრონმა ქალაქის ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა. ამასთან, ჟიტომირის ოლქში, რუსების მხრიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვის შედეგად ორი თანამშრომელი დაშავდა.