„აუცილებელია, რომ აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანზე Bus Lane-ები გაკეთდეს” – კახა კალაძე

თბილისის მერია აღმაშენებლის ხეივანზე ავტობუსის ზოლების მოწყობას გეგმავს. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მ აღნიშნა, რომ დიდი დიღმიდან გამოსვლა ჭირს, ამიტომაც საჭიროა, გარკვეული ღონისძიებები.
„დიდი დიღმიდან გამოსვლა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ისე არის გადატვირთულ აღმაშენებლის ხეივანი, პრობლემა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი საცობში, აუცილებელია აღმაშენებლის ხეივანზე საავტობუსე ზოლები მოეწყოს. გელოვანზეც არის ამის საჭიროება. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.