„თქვენ ყოველთვის მტკიცედ დგახართ პრინციპების დასაცავად, რწმენა, ოჯახი, სუვერენულობა, ამ სიმამაცით აღფრთოვანებულია“ – ტრამპმა ორბანს წერილი გაუგზავნა

„თქვენ ყოველთვის მტკიცედ დგახართ პრინციპების დასაცავად, რწმენა, ოჯახი, სუვერენულობა, ამ სიმამაცით აღფრთოვანებულია“ – ტრამპმა ორბანს წერილი გაუგზავნა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საარჩევნო კამპანიაში წარმატებები უსურვა.
10 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს მინაწერით – „სიყვარულით ვაშინგტონიდან!“, ტრამპი ორბანს უნგრეთში მოწვევისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი გუნდი „კონტაქტზე იქნება“.
„თქვენი ლიდერობა მაგალითი უნდა იყოს მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის. თქვენ ყოველთვის მტკიცედ დგახართ, რათა დაიცვათ პრინციპები, რომლებიც უნგრეთს ასეთ საოცარ ადგილად აქცევს – რწმენა, ოჯახი და სუვერენულობა. ამერიკა ამ სიმამაცით აღფრთოვანებულია. ამასთან, მე მსურს, წარმატება გისურვოთ უნგრეთში თქვენს საარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნულია ს წერილში.
1tv.ge