ვოლგოგრადის ოლქზე დრონების იერიშის შედეგად ნავთობბაზაში ხანძარი გაჩნდა

9-10 იანვარს ღამით ვოლგოგრადის ოლქის ოქტიაბრსკის რაიონში ნავთობის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ. ამის შესახებ გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა.
გუბერნატორის თქმით, ხანძარი გაჩნდა „უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად“. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საქმე ეხება ჟუტოვის ნავთობსაცავს. ამას ადასტურებს თვითმხილველების ფოტოები და ვიდეოები, ასევე რუსეთის სამხრეთის სატრანსპორტო პროკურატურის ანგარიში ჟუტოვოს სადგურთან ახლოს, სოფელ ოქტიაბრსკიში ელექტროენერგიით მომარაგებაში შეფერხებების შესახებ. როგორც „ნასტოიაშჩეე ვრემია“ იტყობინება, ცეცხლი გაუჩნდა ამ რაიონში მდებარე ქვესადგურს.
რადიო „თავისუფლების“ რუსული რედაქციის ცნობით, NASA FIRMS-ის თანამგზავრული გამოსახულების სამსახურმა შემდგომში დაადასტურა ამ ბაზაში ხანძრის ფაქტი.
10 იანვარს, შუადღისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ჟუტოვსკაიას ნავთობბაზაზე დარტყმის ფაქტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 9-10 იანვრის ღამით და 10 იანვარს დილით რუსეთის ტერიტორიაზე, ანექსირებული ყირიმისა და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიის თავზე საერთო ჯამში 67 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ვოლგოგრადის ოლქი თავდასხმის რეგიონებს შორის არ დაუსახელებიათ.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ წარმომადგენლის, არტიომ კორენიაკოს თქმით, ვოლგოგრადის, გელენჯიკის, კრასნოდარისა და ჩებოქსარის აეროპორტებმა რეისების მიღებასა და გაშვებაზე დროებითი შეზღუდვები დააწესეს.
ბელგოროდი და მისი გარეუბნები მეორე დღეა წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა ქვესადგურზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ. ადგილობრივი მოსახლეობა ამის შესახებ მასობრივად იუწყება გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის მიერ „ვკანტაქტეში“ გამოქვეყნებული პოსტების კომენტარების განყოფილებაში.
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების ინტენსივობა. უკრაინის ძალები ასევე ურტყამენ რუსეთის ობიექტებს, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობსაცავებსა და თბოელექტროსადგურებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ