ჩელენჯ თასის მესამე ტურში „შავი ლომმა“ საფრანგეთში ტოპ 14-ის „მონტობანი“ 31:28 დაამარცხა.
ჩვენმა გუნდმა თავიდან ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე, პირველი ტაიმი 17:7 მოიგო, მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გაზარდა (31:7), რის შემდეგაც მეტოქე უპირატესობას დაეუფლა, სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ ქართულმა ფრენჩაიზმა გაიმარჯვა.
“შავმა ლომმა” 6 ლელო გაიტანა: ლუკა ცირეკიძე (2), ლუკა თაყაიშვილი (2), აკაკი ტაბუცაძე, გიორგი სინაურიძე.
“შავი ლომი“ 5 ქულით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 17 იანვარს საკუთარ მოედანზე „ძებრესთან“ ჩაატარებს.
2025/2026 წლების ჩელენჯ თასი
პირველი ჯგუფი. მესამე ტური
მონტობანი. „სტად საპიაკი“
მონტობანი -შავი ლომი 28:31
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1.ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. გიგა კობახიძე, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. შალვა აფციაური.
“შავი ლომი” | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
“შავი ლომი” | წლის პირველი მეტოქე – “მონტობანი”
ჩელენჯ თასი | 140 წლის “ქონოთთან” გალვეიში
“შავი ლომი” | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
“შავი ლომი” ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
ჩელენჯ თასი | “ქონოთისთვის” სამი შეიცვალა
“შავი ლომი” | წლის პირველი მეტოქე – “მონტობანი”




