“თუ ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, გრენლანდიას ან ჩინეთი ჩაიგდებს ხელში. არ ვაპირებთ, რუსეთი ან ჩინეთი ჩვენი მეზობელი გახდეს” –

გრენლანდიის საკითხზე მორიგი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი არ გახდება, კუნძულის ოკუპაციას ჩინეთი ან მოახდენს. ამას კი ტრამპის თქმით შეერთებული შტატები არ დაუშვებს.
“თუ ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, გრენლანდიას რუსეთი ან ჩინეთი ჩაიგდებს ხელში. არ ვაპირებთ, რუსეთი ან ჩინეთი ჩვენი მეზობელი გახდეს. მარტივი გზით მსურს შეთანხმების მიღწევა, თუმცა რთულ გზასაც ავირჩევ. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ დანიის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი. ისინი ყოველთვის კარგად გვექცეოდნენ და ამას ვაფასებთ. მაგრამ, ის ფაქტი, რომ იქ 500 წლის წინ ნავი მიაყენეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მიწა მათ ეკუთვნით. ეს კუნძული ჩვენ გვჭირდება, იქ კი რუსული და ჩინური გამანადგურებლები დგას. ყველგან რუსული წყალქვეშა ნავებია. ჩვენ არ დავუშვებთ, რუსეთის ან ჩინეთის მიერ გრენლანდიის ოკუპირებას. ეს მოსალოდნელია, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ. ასე, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით, ჩვენ გეგმები გვაქვს,” – აცხადებს დონალდ ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!