ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა “მარსელი” საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში პენალტების სერიაში დაამარცხა. ქართველის გუნდი წაგებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის დამატებულ მე-5 წუთზე გონსალო რამუშმა ანგარიში გაათანაბრა (2:2) და შემდეგ საფეხბურთო ლატარიაში უკეთესი პარიზელები გამოდგნენ.
ეს მარცხი “მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ ძალიან ემოციურად მიიღო, რომელმაც მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პსჟ-ისთან შეხვედრის მერე, გასახდელში იტირა.
“მარცხის შემდეგ არასდროს მიტირია, მაგრამ როდესაც დღეს გასახდელში შევედი, ვიტირე. ჩვენ ამ მატჩისთვის გულმოდგინედ ვემზადებოდით და “მარსელმა” გამარჯვება დაიმსახურა.
დღეს ყველაფერი გვქონდა, თამაში, ხასიათი, ტექნიკა, დაცვა… ყველაფერი, რაც ძლიერ გუნდს სჭირდება იმ კლუბის დასამარცხებლად, რომელმაც 2025 წელს ყველაფერი მოიგო”, – თქვა დე ძერბიმ.
ნუთუ მართლა მიდის – ლუის ენრიკემ შეიძლება პსჟ დატოვოს
შემცვლელი მალევე იპოვნეს – “სტრასბურგს” კვლავ ინგლისელი გაწვრთნის
ოფიციალურად: დე ძერბიმ “მარსელი” ჩაიბარა
“მარსელს” რობერტო დე ძერბი გაწვრთნის
იქნება თუ არა მსუბუქი ტრავმის შემდეგ დღეს ხვიჩა ძირითადში – ფრანგული მედიის ვარაუდი
მეექვსე ტიტულისთვის – “კვარამ” ივარჯიშა და ქუვეითში გაემგზავრა
“რეალის” დამარცხება შეგვეძლო” – “მარსელის” მთავარი მწვრთნელი
60 000-იან სტადიონზე ფრანგი ფანები არ იქნებიან – ქუვეითში გასამართი პსჟ “მარსელის” სუპერთასის მატჩის უცნაური დეტალები
დე ძერბი: იმედი მაქვს, პრემიერლიგაში დავბრუნდები
ნუთუ მართლა მიდის – ლუის ენრიკემ შეიძლება პსჟ დატოვოს
“იცით, ახლა სად შემეძლო ვყოფილიყავი?” – როგორ ეცადა “მარსელის” მწვრთნელი ფეხბურთელების მოტივირებას “ოსერთან” მატჩის შემდეგ
“გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ “ინტერს” დიდი ანგარიშით” – რობერტო დე ძერბი




