ჩინური ნავთობგადასამუშავებლები ვენესუელურ ნავთობს ირანულით ჩაანაცვლებენ(bm.ge)
Reuters-ის ინფორმაციით, დამოუკიდებელი ჩინური ნავთობგადასამუშავებელი ობიექტები ვენესუელური მძიმე ნავთობის ჩანაცვლებას მომდევნო თვეებში ირანული ნავთობით გეგმავენ.
ამ ნაბიჯით ქვეყანა ვენესუელურ ფასდაკლებულ შავ ოქროზე უარის თქმას სრულად აპირებს. არსებული ცნობებით, ვენესუელადან უკვე დაძრულ ტანკერებში იმ რაოდენობის ნავთობია განთავსებული, რაც ჩინეთში არსებულ მოთხოვნას მომდევნო 75 დღის განმავლობაში დააკმაყოფილებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროის შუალედში შეეცდებიან ჩინური ნავთობგადასამუშავებლები ირანულ კომპანიებთან სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებას.
როგორც მედია წერს, დამოკიდებული ნავთობგადასამუშავებელი ობიექტების მფლობელი კომპანიები, იგივე “ჩაიდნები” შავი ოქროს იმპორტის გაზრდას სხვა სახელმწიფოებიდან, მათ შორის, კანადიდან, ბრაზილიიდან, ერაყიდან და კოლუმბიიდან განიხილავენ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციისა და ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ თეთრმა სახლმა ახალ ადმინისტრაციას მოუწოდა, ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან, ასევე სხვა სახელმწიფოებთან ნავთობით ვაჭრობა შეეწყვიტა.



