შეერთებულმა შტატებმა კარიბის ზღვაში რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” კიდევ ერთი გემი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხრეთის სარდლობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ადასტურებს.
უწყების ცნობით, გათენებამდე ჩატარებული ოპერაციის დროს, “სამხრეთ შუბის” საზღვაო ქვეითებმა და მეზღვაურებმა, სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტის მხარდასაჭერად, USS Gerald R. Ford-დან გემი გაუშვეს და კარიბის ზღვაში ინციდენტების გარეშე დააკავეს ტანკერი “ოლინა”.
კიდევ ერთხელ, ჩვენმა ერთობლივმა სააგენტოთაშორისმა ძალებმა დღეს დილით მკაფიო გზავნილი გაავრცელეს: “კრიმინალებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი არ არსებობს”. გათენებამდე ჩატარებული ოპერაციის დროს, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის “სამხრეთ შუბის” საზღვაო ქვეითებმა და მეზღვაურებმა, სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტის მხარდასაჭერად, USS Gerald R. Ford-დან გემი გაუშვეს და კარიბის ზღვაში ინციდენტების გარეშე დააკავეს საავტომობილო/ტანკერი “ოლინა” – წერია პოსტში.
ცნობისთვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “დიდი შვიდეულის” სანავთობო ემბარგოს პერიოდში აღნიშნული ტანკერი ჩართული იყო რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში რუსული პორტებიდან ბალტიის ზღვაში, შავ ზღვაში და წყნარი ოკეანის რეგიონში. ნავთობი ძირითადად ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში მიდიოდა.
აღნიშნული ნავთობტანკერის წინააღმდეგ სანქციები ჰქონდათ დაწესებული აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, ევროკავშირს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიას.




