მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადები გადაიდო

მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ გადაიდო, ამჯერად თარიღად 2025 წლის 31 მარტი განისაზღვრა.
ინფორმაცია თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ „ბადა ქონსტრაქშენს“ შორის გაფორმებული შეთანხმებიდან ირკვევა.
ინფორმაციისთვის, კომპანიას „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დაესრულებინა, თუმცა, სამუშაოები 3 თვით გადავადდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, სამუშაოების დასრულება გაწერილ ვადებში ვერ მოხერხდა, რადგან ზედა ვესტიბიულის რკინა-ბეტონის გადახურვის კონსტრუქციის კვლევა-პროექტის სამუშაოების რეაბილიტაცია 2025 წლის 5 სექტემბრიდან შეჩერებულია. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნამდე კი ზედა ვესტიბიულში სამუშაოები ვერ განახლდება.