ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
ამ “კრეატივის” სიმართლით იაროს მიშა სააკაშვილმა!
“თბილისის აგდებას რა უნდა”– ეფესბეს შნირის, ვალერი გელბახიანის კრეატივზე უკეთესი არაფერი ეღირსოს სააკაშვილს და ყველა მის მოკავშირეს.სინამდვილეში კრეატიული მესიჯები კი არ იყო გავრცელებული:– ხაზარაძე და სააკაშვილი გარიგდა ერთმანეთში “თავდაუსხმელობაზე”;– იყიდეს ეგ “კრეატიული” დღის წესრიგი ოლიგარქიული ტელეკანტორებით და დაბლოკეს კრიტიკა! (ორთვიანი “მოდელირებული ქრონიკა” გიზგიზებდა ოპო არხებზე);– ტელემედიების მეშვეობით დისკრედიტაცია გაუკეთეს დემოკრატიულ პროცესს (რვიანი არა ცხრიანი, რა დროს სეირნობაა, ვინც 4 ოქტომბრის დამხობის არ სჯერა, ქოცია) რადგან ვერც ხაზარაძე და ვერც სააკაშვილი დემოკრატიულ პროცესში თავს ვერ პოულობენ – ან ყველაფერი, ან არაფერი პრინციპით მოქმედებენ;– ტელემედიიის და ინტერნეტტროლების მეშვეობით ჯოგად აქციეს ოპო პარტიები – გააჩუმეს ისინიც, ვინც სიგიჟედ თვლიდა ამ ავანტიურას (გამონაკლისები წესს ვადასტურებთ);
შედეგად – 70 მდე ადამიანი არის ციხეში და ოპოზიცია იმაზე დებილად და სუსტად ჩანს დასავლეთში, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ჩანდა.




