მოსული ნალექის გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში გზები გაიწმინდა

მოსული ნალექის გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში გზები გაიწმინდა.
შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი დაიყარა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, შინდისის, წავკისის ცენტრალურ და შიდა ქუჩებსა და წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე. ასევე – ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, სოფელ დიდგორსა და სოფელ თელოვანში.
გზების გაწმენდის სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო. საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური მარილის დაყრა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაკო ჩარკვიანი თავად მივიდა პილიციაში დაკითხვაზე, არც ერთი წუთით არ დამალულა, კითხვები ისევ გვაქვს, რატომ დაურეკა შვილის ტოლ ( ნასვამ) ბიჭებს ამ ხელისუფლების მეხოტბე მანჩო გიორგობიანმა? – თაკო ჩარკვიანი