გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს

გერმანია ს Sea King Mk 41 ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს, – ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ბორის პისტორიუსმა პირობა დადო, რომ უკრაინას მრავალფუნქციურ Sea King M k41 ტიპის 6 ვერტმფრენს, ასევე მათი სათადარიგო ნაწილების ნაკრებს გადასცემს.
“The Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე”, – განაცხადა პისტორიუსმა.
მისი თქმით, აუცილებელია იარაღის წარმოების ტემპის გაზრდა, რადგან საჰაერო თავდაცვა უკრაინელებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის დაცვის პრიორიტეტია.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ს უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიამ უკრაინას, დაახლოებით, 6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა.