რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში, სადაც დრონმა 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, ხანძარი გაჩნდა.
ასევე პეჩერსკის რაიონში, სადაც დრონმა 24-სართულიან არასაცხოვრებელ შენობას დაარტყა, 23-ე და 24-ე სართულები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმის შედეგად დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა.
„მტრის მიერ დედაქალაქზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა და წყლის მიწოდება შეწყდა“, – განაცხადა კიევის მერმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსული MiG-31K-ის აფრენის გამო, უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.




