სოფელ ლაფანყურში მომხდარ სისხლიან გარჩევაში ბრალდებული მამაკაცი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება

სოფელ ლაფანყურში, გასულ კვირას მომხდარ სისხლიან გარჩევაში ბრალდებული მამაკაცი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ფიზიკური დაპირისპირების დროს, შურისძიების მოტივით, კონფლიქტში მონაწილე ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით დაჭრა.
ინციდენტის დროს, ჭრილობები მიიღო ბრალდებულის მეგობარმაც. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა