ანტონიო გუტერეში – კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყეტაზე ისრაელის უარი კონფლიქტის გახანგრძლივების რისკს ქმნის

კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტაზე ისრაელის მხრიდან მკაფიო უარი მიუღებელია და პალესტინელებთან კონფლიქტის გახანგრძლივების რისკს ქმნის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მან კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტას ორივე მხარის მისწრაფებების მოსაგვარებლად ერთადერთი გზა უწოდა და აღნიშნა, რომ მის მიღებაზე ნებისმიერი უარი მტკიცედ უნდა იქნას უარყოფილი.
„ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიანი დასრულება შეიძლება მხოლოდ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გზით“, – აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.
გაერო-ს ხელმძღვანელი ღაზის სექტორისთვის მეტი დახმარების მიწოდების მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა და განაცხადა, რომ დახმარების ის რაოდენობა, რომელიც ანკლავში შედის, არასაკმარისია. მან ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით შეწყვეტა. ”ეს უზრუნველყოფს საკმარისი დახმარების მიწოდებას იქ, სადაც საჭიროა, ხელს შეუწყობს მძევლების გათავისუფლებას და ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნა გუტერეშმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია