ატყდა დავიდარაბა. “სლოვანმა” რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა – კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

კატარში შეკრებაზე მყოფი “სლოვანი” ამხანაგურ მატჩში მოსკოვის “დინამოსთან” 1:2 დამარცხდა.
პირველ ტაიმში “დინამოს” რიგებში ლუკა გაგნიძემ იასპარეზა. ბრატისლავურ გუნდში, რომელიც უმცროსი ვლადიმერ ვაისის გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ითამაშეს. კანკავამ მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში სლოვაკელთა გუნდში შეცვლაზე თავისუფალ აგენტად მყოფი ვაკო გვილია შევიდა.
რუსულ კლუბთან სპარინგმა უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია, “სლოვანმა” ყველა ინფორმაცია დამალა, ŠPORT.sk წერს, რომ შეხვედრა საიდუმლო ვითარებაში გაიმართა და ბრატისლაველებს აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებთან არ უნდა ეთამაშათ.
კომენტარი “სლოვანის” მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გააკეთა: “არ მინდა პოლიტიკა ფეხბურთთან დავაკავშირო. ეს ადამიანური ტრაგედიაა, რაც არ უნდა ხდებოდეს. მე რუსეთში ვცხოვრობდი და ვიცი, როგორია მათი მენტალიტეტი, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ნებისმიერ ძალადობას ვგმობ, თუმცა სპორტი პოლიტიკასთან კავშირში არაა”.