გერმანიამ საქართველოს 65 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევის ბრალდებით, სამშაბათს გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გააძევეს. საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება ყოველი ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ სამთვიანი ვადით ეძლევათ.

სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამ ეტაპზე მოხდა იმ მოქალაქეების გაძევება, რომლებიც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში და ბადენ-ბიურტემბერგში იმყოფებოდნენ.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გუშინ განხორციელდა მორიგი რეადმისია, უკან დააბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვიეს ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი“, – უთხრეს ახალი ამბების სააგენტოს გერმანიაში საქართველოს საკონსულოში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან