“ერთი ვიდეო საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი საქართველო „საშხაპე რეჟიმში“ გადასულიყო” – ბერდია კალანდია

ჟურნალისტი, გამოცემა თაიმერის დამფუძენებელი, ბერდია კალანდია, ტვ იმედზე, “პრისიონერას” შესრულებას, წყლის შხაპის ქვეშ, ეხმაურება. ცნობისთვის, სოფომ თქვა, რომ სერიალსაც უყურებდა – “სერიას არ ვტოვებდი, ვუყურებდი, მიყვარდა ეს სერიალი.”
მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ბედიას შეფასებისას უთხრა: “შენი ყველა გამოსვლა უნდა ხდებოდეს წყლის ქვეშ.”
ბერდია კალანდია:
სოფო ბედიას „პრისიონერას“ გაშარჟებამ, მოულოდნელად, არა მხოლოდ სცენა, არამედ, აბაზანებიც გაანათა. ერთი ვიდეო საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი საქართველო „საშხაპე რეჟიმში“ გადასულიყო.
ეს უკვე აღარ არის მუსიკალური შარჟი. ეს იყო სარკე, რომელშიც საზოგადოებამ საკუთარი ყოველდღიურობა დაინახა – ფილტრებით დამძიმებული რეალობა, სპონტანური ვიდეოები და ადამიანის, ის, უცნაური სურვილი, ყველაფერი საჯარო სივრცეში გადაიტანოს. აბაზანა, ადგილი, რომელიც “პირადულობის” ბოლო ციხესიმაგრე იყო წამებში გადაიქცა სცენად. სოციალურმა ქსელებმა, კიდევ, ერთხელ დაგვანახა: ტრენდი არ არჩევს ადგილს, დროს და კონტექსტს. მთავარია, კამერა ჩაირთოს. მაგრამ სწორედ, აქ ჩნდება, რაც არ უნდა გამოჩნდეს. როცა უკვე აბაზანაშიც კი, კამერის წინ ვდგავართ, მინიმალური ესთეტიკა ხომ მაინც შეგვიძლია დავიცვათ?! შუშა გავწმინდოთ, “დუშ-კაბინას” ორთქლი მოვაშოროთ, დუშის “ტრუპკა” გავხეხოთ და “საპონს” ადგილი მოუძებნოთ! სიძონძე… არ ვღაღადებ მორალზე. ეს არის ის რეალობა, სადაც, „ნახვადობა“ ხშირად „გემოვნებაზე“ წინ დგას. სოფო ბედიას შარჟმა, თითქოს, ერთგვარი კოლექტიური შხაპი ჩაატარა – ხმაურიანი, სასაცილო და ცოტა, გამოსაფხიზლებელი. შედეგად, ერი თითქოს, „დაბანილი“ გამოვიდა, მაგრამ კითხვა მაინც რჩება:
თუ, უკვე ყველაფერს ვიღებთ, იქნებ ცოტა სისუფთავე არა მხოლოდ კადრში, არამედ, აზრშიც დავიტოვოთ?! “სლედუში” ვინ იქნება?! მისი მეუღლის “ბჟოტიალი”, გინება და მუქარა კი საუბრის სხვა თემაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან