“როცა ყველაფერი კარგად მიდის, მხოლოდ მაშინ ჩნდებიან და ტყუილებს საუბრობენ” – რომერომ “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა გააკრიტიკა

პრემიერლიგის 21-ე ტურში “ტოტენჰემი” “ბორნმუთთან” 2:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ “დეზები” ზედიზედ სამი მატჩის განმავლობაში გამარჯვებას ვერ ახერხებენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის, ტომას ფრანკის მომავალიც.
შეხვედრის შემდეგ “ტოტენჰემის” კაპიტანმა კრისტიან რომერომ გულშემატკივრებს მოუბოდიშა და კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.
არგენტინელის თქმით, ასეთ დროს კლუბის მენეჯმენტი პრობლემებზე ღიად უნდა საუბრობდეს.
“გულშემატკივრებს, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით არიან, მინდა ბოდიში მოვუხადო. იმაზე რაც ხდება, პასუხისმგებლები სწორედ ჩვენ ვართ. ვეცდებით, სიტუაცია ჩვენთვის და კლუბისთვის უკეთესობისკენ შევცვალოთ.
ასეთ დროს სხვა ხალხი უნდა საუბრობდეს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ასე წლებია გრძელდება. ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა ყველაფერი კარგადაა და ტყუილებს საუბრობენ”, – განაცხადა არგენტინელმა.
შეგახსენებთ, “ტოტენჰემი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.
ცუდი ამბავი – კევინ კიგანს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
[VIDEO] “კვარას” საგოლე პასი, ვიტინიას ჰეთ-თრიკი – პსჟ-მ “ტოტენჰემს” თამაში შემოუტრიალა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა?
იგუაინი, ხედირა, მატუიდი – ცნობილი ხდება, ვინ დატოვებს “იუვენტუსს”
“საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლოს” – ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელი გააკრიტიკა
“ოქროს ბურთის” მომავალი მფლობელია” – ტომას ფრანკმა პსჟ-ს ფეხბურთელი გამოარჩია
მესიმ, მისი აზრით, დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო მცველი დაასახელა
“ტოტენჰემის” მეკარემ შესაძლოა, კარიერა “ინტერში” გააგრძელოს
[VIDEO] “ბარსელონამ” კუნდეს დუბლით “აინტრახტს” მოუგო – “ატალანტამ” “ჩელსის” სძლია