Reuters – მინეაპოლისში -ის საიმიგრაციო აგენტმა ოპერაციის დროს ქალი მოკლა

მინეაპოლისში -ის საიმიგრაციო აგენტმა ოპერაციის დროს ქალი მოკლა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) ოპერაციის დროს მოხდა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ICE-ის აგენტები ოპერაციას ატარებდნენ, როდესაც რამდენიმე ადამიანმა მათ გზა გადაუკეტა, ხოლო ერთმა ქალმა ავტომობილით აგენტზე დაჯახება სცადა.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს, რომ აგენტმა საკუთარი და კოლეგების სიცოცხლის გადასარჩენად, „თავდაცვითი გასროლა“ განახორციელა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა მომხდარს ფედერალური აგენტების წინააღმდეგ „შიდა ტერორიზმის აქტი“ უწოდა.
მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რადიკალი მემარცხენეები“ აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებსა და ICE-ის აგენტებს თავს ყოველდღიურად ესხმიან.
„ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, პროცესს ხელს უშლიდა და ეწინააღმდეგებოდა, შემდეგ კი განზრახ და სასტიკად გადაუარა ICE-ის ოფიცერს, რომელმაც, როგორც ჩანს, თავდაცვის მიზნით ესროლა“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ ფედერალური აგენტების მოქმედებას „უპასუხისმგებლო“ უწოდა და განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოკადრები მომხდართან დაკავშირებით ICE-ისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ვერსიას არ ადასტურებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილი აშშ-ის მოქალაქე, 37 წლის რენე ნიკოლ გუდია.
მომხდარიდან რამდენიმე საათში შემთხვევის ადგილზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რასაც შეტაკებები მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ფედერალურმა აგენტებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს