პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო ან მფლანგველურ საერთაშორისო ორგანიზაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, გრძელდება განხილვა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც.
„ეს გასვლები ასრულებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკელებისთვის მიცემულ მთავარ დაპირებას – ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის ამერიკას და ამერიკელებს პირველ ადგილზე დააყენებს“, – წერს რუბიო.
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს, ორგანიზაციებს შორის, რომელსაც შეერთებული შტატები ტოვებს, არის გაეროს 31 ორგანიზაცია და კიდევ 35 ორგანიზაცია, რომელიც გაეროს შემადგენლობაში არ შედის.




