რომის ცნობილ ტრევის შადრევანში მონეტის ჩაგდებისთვის ტურისტებს თანხის გადახდა მოუწევთ

1 – ელი თებერვლიდან რომში ჩასულ ტურისტებს ცნობილი ტრევის შადრევნის კიბეებზე ჩასასვლელად და სურვილისამებრ, მასში მონეტის ჩაგდებისთვის საფასურის გადახდა მოუწევთ. ბილეთის ფასი 2 ევრო იქნება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ჯერ კიდევ 2024 წელს მერიამ განიხილა შადრევანში ფასიანი შესვლის შემოღება, რათა თავიდან აეცილებინათ ამ ღირსშესანიშნავ ადგილას უპრეცედენტო ხალხმრავლობა.
ბილეთები მსურველებს დღისით შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას მისცემთ. მიმდებარე მოედნიდან ღირსშესანიშნაობის დათვალიერება უფასო რჩება. თუმცა, იქიდან მონეტის სროლა აღარ იქნება შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა