Reuters – რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების ოპერაციას ატარებს

აშშ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების ოპერაციას ატარებს, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ატლანტის ოკეანეში, ისლანდიის ტერიტორიულ წყლებში ნავთობტანკერის Marinera-ს დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.
წყაროების ინფორმაციით, ოპერაციას -ის სანაპირო დაცვა და ამერიკელი სამხედროები ახორციელებენ.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ოპერაციის დაწყების დროს ტანკერის მახლობლად რუსული წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა.
ამასთან, Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვამ საზღვაო ბლოკადის ფარგლებში ვენესუელის სანაპიროსთან კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა.
ცნობისთვის, რუსეთის დროს ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავებას აშშ-ის სამხედრო ძალები უკვე ორი კვირაა ცდილობენ.
თავდაპირველად, ნავთობტანკერი Bella 1-ის სახელწოდებით იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით ხომალდმა სახელი შეიცვალა. ამჟამად ტანკერს Marinera ჰქვია და გაიანას დროშის ნაცვლად რუსეთს დროშის ქვეშ დაცურავს. რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ