სტარმერი: პარლამენტში კენჭისყრის გარეშე ში ჯარები არ გაიგზავნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თემთა პალატის დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მოკლედ ისაუბრა განზრახვათა შესახებ დეკლარაციის თაობაზე, რომელსაც გუშინ პარიზში მოაწერა ხელი საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად.
„პრეზიდენტებთან, მაკრონთან და ზელენსკისთან ერთად შევთანხმდით განზრახვათა შესახებ დეკლარაციის თაობაზე, რომელიც ეხება სამშვიდობო გარიგების შემთხვევაში [ში] ჯარების განლაგებას“, თქვა სტარმერმა.
როგორც BBC იუწყება სტარმერმა თქვა, რომ დეტალებს მოგვიანებით წარუდგენს პარლამენტს.
„თუკი გუშინ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში [ჯარების] განლაგების შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ ამ საკითხს პალატაში კენჭისყრაზე გავიტან,“ დასძინა პრემიერმა.
დიდი ბრიტანეთის მმართველი ლეიბორისტული პარტია დამაჯერებელ უმრავლესობას ფლობს პარლამენტში, რაც მთავრობას საშუალებას აძლევს, იოლად გაატაროს თავისი გადაწყვეტილებები საკითხთა უმრავლესობასთან დაკავშირებით.
ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერი კემი ბადენოკი მიესალმა სტარმერის დიპლომატიურ ძალისხმევას, მაგრამ იმედგაცრუება გამოხატა მისი უარის გამო, დეტალურად ისაუბროს უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები