ესპანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში სამხედროების განლაგებას არ გამორიცხავს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში სამხედროების განლაგებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პარიზში გამართული “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ შემდეგი ორშაბათიდან, 12 იანვრიდან, ის საპარლამენტო ჯგუფების უმრავლესობის წარმომადგენლებთან დაიწყებს შეხვედრების სერიას უკრაინაში სამშვიდობო პროცესში ესპანეთის პოტენციურ წვლილზე.
მან აღნიშნა, რომ ესპანეთი, როგორც “დიდი ევროპული ქვეყანა” მონაწილეობას მიიღებს ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღებაში და უკრაინაში მყარი მშვიდობის ჩამოყალიბებისთვის შესაძლებლობაში. სანჩესის თქმით, ეს წვლილი უნდა მოიცავდეს როგორც აღდგენის მხრივ ძალისხმევებს, ასევე “სამხედრო შესაძლებლობებს”.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის უკრაინაში პოტენციურ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ესპანელი სამხედროების მონაწილეობას, სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთს მსგავსი ნაბიჯები უკვე გადაუდგამს “მსოფლიოს სხვა ნაწილებში”.
“თუ ეს მსოფლიოს სხვა ნაწილებში გაგვიკეთებია, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ევროპაში?”, – განაცხადა სანჩესმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს