დიდი შვიდეულის პრეზიდენტობისას იტალია უკრაინას დაუჭერს მხარს

იტალია, დიდი შვიდეულის პრეზიდენტობისას ეცდება დაუპირისპირდეს მზარდ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ უკრაინაში იმარჯვებს და რომ დასავლეთი დაიღალა ომით. ინფორმაცია ამის შესახებ სააგნეტო “როიტერს” ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
დიდ შვიდეულს, რომელშიც ამერიკა, იაპონია, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და კანადა შედიან, იტალია 2024 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს და სამიტს 2024 წლის ივნისში უმასპინძლებს.
იტალიის პრიორიტეტების განხილვისას, წყარომ თქვა, რომ ლიდერების დღის წესრიგში მთავარი საკითხები იქნება კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, სურსათის უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, აფრიკის განვითარება, ჩინეთთან ურთიერთობა და ხელოვნური ინტელექტი.
ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ როგორც გასული ორი წლის განმავლობაში, ისე წელსაც, უკრაინის ომი, დიდი შვიდეულის პრიორიტეტებში რჩება.
დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა კიევისადმი, ბოლო თვეებში ვაშინგტონსა და ბრიუსელში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა, რაც კრიტიკულად საჭირო იარაღისა და დაფინანსების უკრაინისთვის მიწოდებას აფერხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!