ოსიმენმა განაცხადა, რომ “ნაპოლის” დატოვებს

თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც ამჟამად ნიგერიის ნაკრების რიგებში აფრიკის თასზე ასპარეზობს, CBS-ის ეთერში განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდს გამოიცვლის, იქამდე კი უნდა, “ნაპოლიში” სეზონი კარგად დაასრულოს.
“უკვე ჩამოვყალიბდი, როგორ ნაბიჯს გადავდგამ. ყველაფერი გადავწყვიტე. გეგმა გამაჩნია და ზუსტად ვიცი, რა გავაკეთო. ჩემზე გავრცელებული ინფორმაციების 60% პრემიერლიგასთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ინგლისის ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”.
ახალი კონტრაქტის მიხედვით ვიქტორის მსურველ კლუბს მისი გამოსყიდვა 120-130 მილიონ ევროდ შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში