ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ბინაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე, რეფერალურ საავადმყოფოსთან ხუთსართულიან კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია,- ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო სამსახურში “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე ერთი ბინა და სხვენი დაიწვა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მაშველი-მეხანძრეები იყვნენ მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა