ჩინეთის საგარეო უწყება – ნიკოლას მადუროს სასამართლო პროცესმა უხეშად დაარღვია ვენესუელას ეროვნული სუვერენიტეტი და შეარყია საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნიუ-იორკში გამართულმა ვენესუელას ლიდერის ნიკოლას მადუროს სასამართლო პროცესმა უხეშად დაარღვია ვენესუელას ეროვნული სუვერენიტეტი და შეარყია საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობა.
„შეერთებულმა შტატებმა უგულებელყო ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი ღიად სისხლისსამართლებრივი დევნით და ე.წ. სასამართლო პროცესის ჩატარებით საკუთარ შიდა სასამართლოში, რითაც უხეშად დაარღვია ვენესუელას ეროვნული სუვერენიტეტი და შეარყია საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობა“, – განაცხადა უწყების პრესსპიკერმა მაო ნინმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი წესები საერთაშორისო სამართალზე მაღლა დააყენოს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩინეთმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე და უზრუნველყოს მათი პირადი უსაფრთხოება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა