ანტონიო გუტერეში – ვენესუელაში არასტაბილურობის შესაძლო გამწვავებით შეშფოთებული ვარ

ვენესუელაში არასტაბილურობის შესაძლო გამწვავებით შეშფოთებული ვარ, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ვენესუელის შესახებ გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ვენესუელა ათწლეულების განმავლობაში საშინაო არასტაბილურობას, სოციალურ და ეკონომიკურ არეულობას განიცდის. დემოკრატიას ძირი გამოეთხარა. მილიონობით ადამიანმა ქვეყანა დატოვა. სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა უფრო ფართო და დამანგრეველი კრიზისის თავიდან არიდება შეიძლება“, – განაცხადა გუტერეშმა.
მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი „მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საფუძველს წარმოადგენს“.
ცნობისთვის, ვენესუელაში -ის ოპერაციის შემდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა კოლუმბიამ, ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერით მოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია