ზურაბ აბაშიძე – დღეს საქართველოში ოპოზიცია არის განადგურებული, რაც ძალიან სამწუხაროა

დღეს საქართველოში ოპოზიცია არის განადგურებული, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მხრიდან დასმულ საკითხებს გამოეხმაურა.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დედაქალაქში უკანასკნელი წლების განმავლობაში, რაც არის მერი, განხორციელდა მრავალი მასშტაბური პროექტი, ხოლო ამ პროექტების განხორციელებით კი ძალიან დიდ სიკეთეს იღებს თითოეული მოქალაქე.
„დღეს ბევრი განცხადება მოვისმინეთ როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის მხრიდან. ბუნებრივია, არის საკითხები, რომლებზეც ფუნდამენტურად ვერასდროს ვერ შევთანხმდებით და ისინი დარჩება ღიად. თუმცა აქ მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი – რაც უფრო ახლოვდება 2024 წლის , მით უფრო დაიძაბება ოპოზიცია, ისინი მეტად გაამწვავებენ სხვადასხვა საკითხს და გაამძაფრებენ ვითარებას. ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს: ოპოზიცია ხედავს, რომ ეს არჩევნები მათ წაგებული აქვთ, ისინი ვერ ახდენენ კონსოლიდაციას და, ამის საპირისპიროდ, საერთოდ იშლებიან.
დღეს ყველაზე გასაოცარი იყო გახარიას გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარი და ყოვლად მიუღებელი გახლავთ – თითქოს ჩვენთვის კომფორტულია, რომ ნაციონალური მოძრაობა არის აქ და ჩვენ მათთან ერთად გვინდა დარბაზში დავრჩეთ მარტო. მე მინდა შევახსენო გახარიას გუნდის წევრებს, რომ სწორედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნაციონალურ მოძრაობასთან შექმნეს კოალიცია. შესაბამისად, თუ ვინმე დღეს მჭიდროდ თანამშრომლობს ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს არის გახარიას გუნდი.
დედაქალაქში უკანასკნელი წლების განმავლობაში, რაც კახა კალაძე არის მერი, განხორციელდა მრავალი მასშტაბური პროექტი, მათ შორის ჭავჭავაძის გამზირის, მელიქიშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაცია. თითოეული პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ გარკვეული დისკომფორტი, რაც ბუნებრივია. თუმცა, ამ პროექტების განხორციელებით ძალიან დიდ სიკეთეს იღებს თითოეული ჩვენი მოქალაქე – მარტივი და კომფორტული ხდება ქალაქში გადაადგილდება, იცვლება მიწისზედა, ისევე როგორც მიწისქვედა კომუნიკაციები და სხვა. ამ შედეგს ჩვენ ყველანი ვხედავთ.
სამწუხაროდ, ოპოზიციას ამის დანახვა არ უნდა. ახლა ისინი არიან ხელმოცარულები და ბუნებრივია, არანაირი სხვა ბერკეტი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ რაღაცაზე იყვირონ‘‘, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ს შესახებ გაჟღერებულ განცხადებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მისი ქველმოქმედების ეჭვქვეშ დაყენება სრულ აბსურდს წარმოადგენს.
„აქვე მივმართავ ჩვენს ოპონენტებს: შეიძლება არ მოგწონდეს შენი ოპონენტი, მაგრამ არ დაინახო მისი ქველმოქმედება – ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. თქვენ ცდილობთ უარყოთ ყველაფერი, რაც ამ ადამიანს ქვეყნისთვის გაუკეთებია.
მე კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ – ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, ჩვენი მოქალაქეები და მე, უბრალოდ, გირჩევთ, რომ შეეგუოთ მომავალს, რომელიც ოპოზიციისთვის წინასწარ განჭვრეტილი და გარდაუვალია.
დღეს საქართველოში ოპოზიცია არის განადგურებული, რაც ძალიან სამწუხაროა‘‘, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.