საფრანგეთის მოსახლეობის 60%-ზე მეტი, ქვეყანაში არსებული ვითარების აღსაწერად სიტყვა „შეშფოთებას“ ირჩევს

იმ სიტყვებს შორის, რომლებიც ფრანგების განწყობის აღსაწერად შეირჩა, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი შეშფოთებას ასახელებს, მიუხედავად რესპონდენტთა პოლიტიკური შეხედულებებისა, – იტყობინება ფრანგული ტელეკომპანია BFMTV.
სოციოლოგიური კომპანია Elabe-ის კვლევაზე დაყრდნობით – „შეშფოთება“ – ფრანგებისთვის საკვანძო სიტყვაა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ფრანგები ასევე თავს გრძნობენ „გაღიზიანებულად, გაბრაზებულად და დაღლილად“ იმით, რაც ქვეყანაში (საფრანგეთში) ხდება.
ფრანგები თვლიან, რომ მთავრობამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააუმჯობესოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი (44%), გააძლიეროს ბრძოლა უსაფრთხოების საკითხებთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან (39%), შეამციროს ეროვნული ვალი (38%) და გააუმჯობესოს ჯანდაცვის სისტემა (36%).
გარდა ამისა, მოქალაქეების 35%-მა გამოთქვა შეშფოთება პოლიტიკური არასტაბილურობის, ხოლო 33%-მა – გაზრდილი იმიგრაციის შესახებ.
საერთო ჯამში, საფრანგეთის მაცხოვრებლების 46% თვლის, რომ 2026 წელი გასულ წელთან შედარებით უარესი იქნება. ამ ფონზე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (52%) გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანას „ცვლილებები სჭირდება“ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც კი.
კვლევა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში 2-3 იანვარს 1000 ზრდასრულ ფრანგს შორის. შეცდომის ზღვარი არ იყო მითითებული.
ფოტო შექმნილია ს მიერ და მასზე გამოსახული ადამიანები არ არიან რეალურები, შესაბამისად, ფოტოზე ასახული მოვლენებიც არ არის რეალური.

ასევე დაგაინტერესებთ

გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული