“მე მენეჯერი ვარ და არა მწვრთნელი” – ამორიმი “იუნაიტედის” ხელმძღვანელებს დაუპირისპირდა

პრემიერლიგის მეოცე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლიდს იუნაიტედს” ესტუმრა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ “მანკუნიანელთა მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ემოციურად ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბში ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს.
“წასვლას არ ვაპირებ და აქ იქამდე ვიქნები, სანამ ამის საშუალება მექნება. მაგრამ მე მენეჯერი უნდა ვიყო და არა მხოლოდ მწვრთნელი. კლუბში ყველა დეპარტამენტმა საკუთარი საქმე უნდა აკეთოს, სპორტული დირექტორისა და სკაუტების ჩათვლით, მე კი ჩემს საქმეს მივხედავ. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ჩემი სახელი და გვარი თომას ტუხელი, ჟოზე მოურინიო ან ანტონიო კონტე არ არის, თუმცა მე მაინც “მანჩესტერ იუნაიტედის” მენეჯერი ვარ”, – განაცხადა ამორიმმა.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
“საერთოდ არ მაინტერესებს არნე სლოტი ჩვენზე რას ამბობს” – რუბენ ამორიმმა კრიტიკოსებს მიმართა
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
“მანჩესტერ იუნაიტედი” “რომას” ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
“ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბრაიტონის” ნახევარმცველისთვის იბრძვიან
“ყველა მოთამაშე მის გვერდით ვდგავართ” – მაუნტი ამორიმს გამოექომაგა
[VIDEO] “მანჩესტერ იუნაიტედისგან” აღარაფერი გვიკვირს…
“მანჩესტერ იუნაიტედი” ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
დაბრუნებას განიხილავენ – “მანჩესტერ იუნაიტედს” სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
“მისმა ფეხბურთელებმაც იციან, რომ სისულელეებს ლაპარკობს” – პეტიმ ამორიმი გააკრიტიკა
“აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს” – ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
“მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს” – “იუნაიტედის” აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა